ქართული კულტურა

საქართველოს კულტურას საუკუნეების განმავლობაში აყალიბებდა მძიმე, თუმცა მრავალფეროვანი ისტორია, მდიდარი ტრადიციები, ძლიერი ეროვნული თვითშეგნება, ქართულ ენაზე შესრულებული ლიტერატურული მოღვაწეობა ქართულ დამწერლობაზევე დაფუძნებული.უძველესი დროიდან ხალხში გროვდებოდა სიმღერები, მითები, ლეგენდები, ზღაპრები, საგმირო თქმულებები, პოემები, ანდაზები, ბალადები, გამოცანები. ძველი ბერძენი პოეტი აპოლონ როდოსელი იხსენიებს ქართველ პრომეთეს–ღმერთთანმებრძოლ ამირანს. ეპოსმა „ამირანის“ შესახებ ჩვენამდე მრავალი სახესხვაობით მოვიდა. შუა საუკუნეებში შეიქმნა ეპოსი „ეთერიანი“.

 

 

We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…